ერევანში ორმხრივი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა
30-07-2016, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ პოლიციის განყოფილებასთან ახლოს სროლა ისმის. 

 

 

BBC-ის ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. 

 


„მანქანაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი 30 წლის იურა ტეპანოსიანი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ავტომანქანა პოლიციის სამმართველოს შენობიდან 400 მეტრის დაშორებით იდგა“, -განცხადა პოლიციის პრესსპიკერმა აშოტ აღარუნიანმა

 


შემთხვევამდე ორი საათით ადრე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პოლიციის განყოფილების შენობაში მყოფ შეიარაღებულ პირებს ვადა მისცა, რათა ხელისუფლებას ჩაბარებოდნენ.  

 

 

წუხელ ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. სამართალდამცავებმა აქტივისტები ძალის გამოყენებით დაარბიეს. დაპირისპირების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, 165 მომიტინგე კი დააკავეს.

 

 

ერევანის პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი „პოლიტიკური პატიმრების“, მათ შორის  ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. 17 ივლისიდანვე პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც იმართება.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი