თურქეთში შეტაკებებისას 43 ადამიანია მოკლული
30-07-2016, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის სამხედროებმა 35 ქურთი მებრძოლი მოკლეს. თურქეთის ოფიციოზის განცხადებით, ქურთი მებრძოლები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ბაზის იერიშით აღებას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 


ღამის შეტაკებებს წინ უძღოდა ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ჩუკურჩას რაიონში ჯარისკაცებსა და მებრძოლებს შორის შეტაკებები, რომლის შედეგადაც რვა ჯარისკაცი დაიღუპა.

 


თურქეთის სამხედროებსა და აკრძალულ ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება გასული წლის ივლისში დაირღვა.

 

 

როგორც BBC წერს, თურქეთის არმიას თავბრუ აქვს დახვეული ორი კვირის წინათ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული წმენდისაგან.

 


სამხედროების განცხადებით, ბოლო ინციდენტისას, სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მებრძოლები მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვისას შენიშნეს იმ დროს, როცა ისინი ცდილობდნენ ღამის პერიოდში ბაზისკენ წინ წაწევას.

 


სამხედროებმა საჰაერო ოპერაცია წამოიწყეს, რა დროსაც 23 მებრძოლი მოკლეს. დანარჩენი 12 კი მოგვიანებით სახმელეთო შეტაკებებისას დაიღუპა, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

 

 

ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ ამბოხება 1984 წელს დაიწყო იმ ბრალდებით, რომ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ქურთების მიმართ ფართოდ ჰქონდა ადგილი შევიწროებას და დისკრიმინაციას.

 


მას შემდეგ კი, რაც გასულ წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციებსა და ქურთისტანის მშრომელთა პარტიის საპასუხო თავდასხმებს ასეულობით ადამიანი შეეწირა.

 


15 ივლისის წარუმეტებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ 1 700 ჯარისკაცი სამსახურიდან „მგლის ბილეთით“ დაითხოვა. სამხედრო ძალებში მოსამსახურე ყველა გენერლისა და ადმირალის დაახლოებით 40% კი თანამდებობებიდან გაუშვეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი