შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.
მათ ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.