გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა შემდეგ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება
31-07-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა  შემდეგ კვირას, მისივე თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება.

 

 

ამის შესახებ შოთაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, მომავალ კვირას, პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გამოძიების შუალედურ შედეგებზე ისაუბრებს.

 

 

„კონკრეტულად ამ ეტაპზე დაკითხული არის სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც რა თქმა უნდა, არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს“,-განაცხადა შოთაძემ.

 

 

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უკვე შეხვდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი