ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავის გუნდთან ერთად დაბრუნებას მაქსიმუმ ერთ წელიწადში გეგმავს. ამის თაობაზე მან რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიის უამრავი ლიდერი ციხეშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ფუნქციონირებას ძალიან კარგად განაგრძობს და საკმაოდ აქტიურიცაა.
„იმის მიუხედავად რომ მუდმივად ვმოგზაურობ, ქართულ პოლიტიკაშიც აქტიურად ვმონაწილეობ. ახლახანს კიევში ქართველ დეპუტებთან მქონდა შეხვედრა. თურქეთშიც ხშირდაც ჩავდივარ. ჩემზე ახლა ივანიშვილი სერიალს იღებს. ის ამბობს. რომ ჩემ დროს იყო მკვლელობები, დაჭერები, თუმცა რეალურად სწორედ ახლა ხდება საქართველოში მსგავსი ფაქტები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.