თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნის სამხედრო აკადემიები დაიხუროს და სადაზვერვო სააგენტო და გაერთიანებული სამხედრო შტაბი მის პირად კონტროლქვეშ მოექცეს. ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ წარმოვადგენთ საკონსტიტუციო ცვლილებების მცირე პაკეტს, და თუ ის მოწონებული იქნება, ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია და გაერთიანებული შტაბი პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ გადავა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, 30 ივლისს, თურქეთის „ჰაბერის“ ტელევიზიით.
„სამხედრო სკოლები დაიხურება... ჩვენ დავაფუძნებთ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ ჟანდარმერიის მოცულობა შემცირდება, მაგრამ მისი შეიარაღება გაიზრდება.
ერდოღანს პარლამენტში აღნიშნული წინადადებების დასამტკიცებლად 2/3 უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რაც არ გააჩნია და საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად ოპოზიციური პარტიების ხმებიც ესაჭიროება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიებები 15 ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.
ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროების ხელმძღვანელობით წამოწყებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან, რა დროსაც 246 ადამიანი დაიღუპა, იდგა შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.
15 ივლისის წარუმეტებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ 1 700 ჯარისკაცი სამსახურიდან „მგლის ბილეთით“ დაითხოვა. სამხედრო ძალებში მოსამსახურე ყველა გენერლისა და ადმირალის დაახლოებით 40% კი თანამდებობებიდან გაუშვა. საჯარო სამსახურებიდან 66 000-ზე მეტი ადამიანი დაითხოვეს, დახურეს 142 მედია გამოცემა და რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს. თურქეთსი სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.