თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ დანაშაული რთული გამოსაძიებელი არ არის.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გარკვევა იმისა, საიდან აიტვირთა ვიდეომასალები ძალიან მარტივია.
„ეს დანაშაული არ არის რთული გამოსაძიებელი. ეს არის დანაშაული, რომელზეც პასუხების მოძებნა არის ძალიან მარტივი. დღეს, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გარკვევა იმის საიდან აიტვირთა ეს ვიდეომასალები არის ძალიან მარტივი. როდესაც ამდენი თვე გადის და ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს და ამის ნაცვლად, იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაზეც არის საუბარი, ვინც ზარ-ზეიმით დააკავეს თავიდან, რა თქმა უნდა, ეს ბადებს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, სხვა სუბიექტური მიზეზები არსებობს ამ საქმის არ გამოძიების, უფრო სწორად, ამ საქმეზე საზოგადოებისთვის სიმართლის ართქმის. თუმცა, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის მაინც გახდება ცნობილი“,-განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე გააკეთებს ამას შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები, რა თქმა უნდა, ამავე საგამოძიებო სისტემის, ამავე ხელისუფლების სიჯანსაღის მანიშნებელი იქნება.
„ასე ეგონა ყველა ხელისუფლებას, როდესაც მალავდა ხოლმე დანაშაულებს, როდესაც ხელს აფარებდა დამნაშავეებს, მაგრამ შემდეგ ეს გაცილებით უფრო რთული ფორმით უბრუნდებოდათ მათ, ვინც იყვნენ ამ საქმეების უკან. ამიტომ აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, ეს ყველაფერი დროის ამბავია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე ამბავზე, რომელმაც მთელი ქვეყანა რამდენიმე თვის განმავლობაში პანიკაში ამყოფა, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე პასუხი არ გაუციათ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.