„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ, ლევან ვარშალომიძემ და საარჩევნო შტაბის უფროსმა, ნიკა მელიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
საქართველოს პარლამენტისთვის მიშა ბოლქვაძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში ქენან კახიძე იბრძოლებენ.
ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს და ყურადღება ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამაზე და იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც პარტიას აქვს და გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.
ლევან ვარშალომიძემ კი მხარდამჭერებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას დაჰპირდა, რომელიც შეჩერებულია და განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეგიონის მოსახლეობამ მეტი შემოსავალი მიიღოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.