რატომ ტიროდნენ დავით უსუფაშვილთან მისული მისი თანასოფლელები?
12-02-2015, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე არ ველოდები, რომ ეს პროექტი მალე იქნება მიღებული, სრულიად აშკარაა, რომ საჭიროა, კიდევ ყველაფრის კარგად გააზრება და თითოეული დებულების ახსნა-განმარტება იმისთვის, რომ ყველამ კარგად ვიცოდეთ, რა წერია, რას ვიღებთ, რატომ ვიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექციის წაკითხვის შემდეგ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 


"რაც შეეხება მიწას, პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა. სამთავრობო კომისია ამ საკითხზე მუშაობდა წელიწადნახევრის განმავლობაში და პროექტი შემოსულია. მე არ ველოდები, რომ ეს პროექტი მალე იქნება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარი იყო მასზე მუშაობა, სრულიად აშკარაა, რომ საჭიროა, კიდევ ყველაფრის კარგად გააზრება და თითოეული დებულების ახსნა-განმარტება იმისთვის, რომ ყველამ კარგად ვიცოდეთ, რა წერია, რას ვიღებთ, რატომ ვიღებთ, თუ ვიღებთ, რა არის ამის ლოგიკა და ა.შ.", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა მიწასთან მიმართებაში ძალიან მრავალფეროვანია, სპეციფიკურ არგუმენტებზეა აწყობილი.

 


"ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასპექტი, მათ შორის, მიწასთან დაკავშირებული ეკონომიკური ფაქტორები. თუ ქვეყანაში წისვლა გვინდა, ეს ეკონომიკის აღმავლობამ უნდა მოიტანოს. სასოფლო-სამეურნეო და ზოგადად, მიწა ეს წარმოების აუცილებელი ფაქტორია. ტექნოლოგიები კი განვითარდა, თუმცა ღრუბელში აფრენილი ადამიანები ბიზნესს ვერ აკეთებენ, მიწაზე დგას ქარხანა, მიწა არის ბიზნესის აუცილებელი საშუალება, ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები. ეს არის გარდაუვალი ამბავი იმიტომ, რომ ჩვენი შიდა რესურსით ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენება სრულიად წარმოუდგენელია. არ დასტურდება ის, რომ ქართველ ხალხს მამა-პაპის დანატოვარი რაღაც განძები ჰქონდეს სკივრებში ჩამალული და ახლა თუ ვითარება შეიცვლება, ამოვიღებთ ამ განძეულს და ამით მოვახდენთ ინვესტირებას ჩვენს ეკონომიკაში. არც ის ჩანს, რომ რაიმე ისეთი რესურსი გვაქვს, რომელიც შეგვაქმნევინებს ისეთ ფონდებს, როგორიცა აქვს აზრებაიჯანს და ყაზახეთს ნავთობიდან შემოსავლები, რომლიდანაც მერე ხდება სხვა საჭიროებების დაფინანსება და ბიზნესებისთვის ხელშეწყობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 


მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ გავცდეთ იმ ეპოქას, როდესაც თოხი გვიჭირავს ხელში და სიმინდი მოგვყავს და რომ ცოცხლები გადავრჩეთ, გვჭირდება ინვესტიციები.

 


"ინვესტორი უნდა მოიხიბლოს. ის არ ჩამოდის საქართველოში ქველმოქმედად, რომ ჩვენ დაგვიტოვოს თავისი ფული, ის აქ ჩამოდის იმიტომ, რომ მანაც მოგება ნახოს. მოკლედ, ამ თვალსაზრისით საჭიროა მკაფიო კრიტერიუმების ჩამოყალიბება. შემოტანილი პროექტი ბევრ ასეთ კრიტერიუმს იცნობს, ბევრი რამ ალბათ, დასამატებელი, ან გამოსაკლებია, მაგალითად, ის, რომ 5 ჰექტარზე ნაკლები მიწის ყიდვა არ შეიძლება. ეს უკავშირდება იმას, რომ გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ჩემთანაც მოდიოდნენ კახეთიდან, ჩემი თანასოფლელები, 2-3 წლის წინ ტიროდნენ, რა ვქნათ, სხვა საშუალება არ გვქონდა, გვქონდა ვალი და გავყიდეთ მამა-პაპის ნაქონი ვენახი. ასეთი განცდა ჰქონდათ, რომ რაღაცნაირად კერია გაყიდეს, დედაბოძი წააქციეს. ამასობაში იმიტომ გაყიდეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ის შეზღუდვა, რომ თუ მიწა 5 ჰექტარზე ნაკლებია, ვერ გაიყიდება იმ წესით, რა წესითაც სხვა შეიძლება გაიყიდოს, ეს ნიშნავს, რომ წვრილი საკარმიდამო ნაკვეთებიდან, ანუ ჩვენი მამა-პაპის ადგილებიდან, კერიებიდან, საფლავებიდან და ასე შემდეგ ვერ და არ იქნება, რომ ვიღაც მოვიდეს, ხელი მოკიდოს, წაიღოს და ჩვენ გაგვყაროს. ეს არ არის ერთადერთი თემა და საკითხი. იქ კიდევ ბევრი თემაა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

"მე ვისურვებდი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს არც მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, რაც სჭირდება ბიზნესს და არც მხოლოდ ემოციური გადმოსახედიდან, რომ საქართველო გაიყიდება. მე ვისურვებდი, რომ დაგვენახა შუაში ის ვერსიები, რომელიც საქართველოს, მის მოქალაქეს გააძლიერებს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი