თბილისის მერი დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მის მიერ თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების ადგილზე დასახელებულ კანდიდატებს.
დავით ნარმანიას განმარტებით, დასახელებული კანდიდატები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.
„ყველა მათგანი მუშაობდა თბილისის მერიაში. ვიცით მათი აქტივობა, ვიცით მათი გამოცდილება და შესაძლებლობები და ეს გახდა საფუძველი მათი წარდგენის. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს უმრავლესობა დაუჭერს მხარს",- აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.
ნარმანიამ კანდიდატები საკრებულოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
თბილისის მერიის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი წარდგენილია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა. მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებულია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლება. იურიდიული და არქიტექტურის სამსახურის უფროსების თანამდებობები კი ჯერჯერობით ისევ ვაკანტურია.
მომავალ კვირას აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ჯერ საკრებულოს კომისიებში, ხოლო შემდეგ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.