გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
31-07-2016, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

 

კერძოდ კი  გორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თენგიზ ხუბულური, ქალაქ გორში - იოსებ მაკრახიძე, ხაშურში - ვალერი გელაშვილი,  ქარელში -  გიორგი თოთლაძე, კასპში - ირაკლი მეზურნიშვილი.

 

 

”ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება იოსებ მაკრახიძე. ბატონი იოსები გორელი კაცია, მშენებელია, იყო გორის საგზაო სამმართველოს უფროსი. გორელები მას კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის, რა სჭირდება ქალაქს. დარწმუნებული ვარ, გორი გამოუცხადებს ნდობას ბატონ იოსებს. 

 


გორის რაიონში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თენგიზ ხუბულური. ბატონ თენგიზს არაერთხელ გაუხარებია ქართველი ხალხი საკუთარი გამარჯვებებით და დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ გაახარებს ჩვენს ქვეყანას, უკვე იმ გამარჯვებებით, რომლებიც ძირეულად შეცვლის რეგიონში სიტუაციას. 

 


ხაშურში ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ვალერი გელაშვილს. ბატონ ვალერისაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი პარლამენტის წევრია. ხაშურელი კაცია, თავისი კუთხის პატრიოტია და დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ხაშურს და ხაშურელებს


ქარელში წარმოგიდგენთ გიორგი თოთლაძის კანდიდატურას. გიორგიმ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სერიოზული გამოცდილება შეიძინა გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას. იგი გახლავთ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, წარმატებული ადამიანია და მჯერა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს პარლამენტშიც, რაზეც მოწმობს თქვენი მხარდაჭერაც. 


კასპში ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ირაკლი მეზურნიშვილი. ირაკლი გახლავთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. იგი ახლა შემოდის პოლიტიკაში და თავის ახალგაზრდულ ენერგიას და გამოცდილებას არ მოაკლებს კასპელების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში”, -განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი