„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ ყველა ჩვენგანის პრობლემის გადაწყვეტას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გორში, სადაც შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომში დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართველმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულნი და პატივი მივაგო მათ ხსოვნას, დიდება მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით მათი უკვდავი სულების წინაშე. როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ, თუმცა, საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არ გვაქვს, ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საბოლოო გამარჯვება, საქართველოს გამთლიანების გარეშე არ არსებობს, ქვეყნის გამთლიანება კი აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ ოთხმა წელმა მისცათ საშუალება შეიქმნას საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც კონკრეტულ შედეგებს, ახალ სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ოჯახს.
”საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა, მმართველობის ეფექტური სისტემა - ეს არის ის, რაც დღეს ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისკენ.
რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს თვითკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებში, ჩვენს დედაქალაქსა და რეგიონებში, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ ყველა ჩვენგანის პრობლემის გადაწყვეტას. იმისთვის, რომ ჩვენ თქვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, ჩვენ გვჭირდება საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეგიონში არსებული პრობლემების ძალიან სწორი აღქმა აქვთ, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების პულსზე უდევთ ხელი, რომლებიც გრძნობენ, თქვენს ტკივილს ყველაზე კარგად და რომლებსაც ყველაზე კარგად აქვთ აღქმული, რა გიხარიათ თქვენ”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.