გიორგი კვირიკაშვილი: საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
31-07-2016, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

 

 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, 2012 წელს, ურთულეს ვითარებაში, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება და ეს გამარჯვება მაშინ ნამდვილი გამარჯვების ტოლფასი იყო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

 

 

”ამ არჩევნებშიც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რომელმაც მოიტანა თავისუფლება, გაიმარჯვებს, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია ერის კონსოლიდაცია, ქვეყნის სწრაფი განვითარება და ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა. გავერთიანდეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. უნდა დასრულდეს გათითოკაცებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. ჩვენი სამშობლო უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავიხლიჩოთ ორ, სამ, ოთხ და მეტ ბანაკად. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, ყველა ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ვერავითარ შემთხვევაში ეს ამოცანა ვერ იქნება გადაჭრილი, თუ ჩვენ ვიქნებით დახლეჩილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ”ქართული ოცნება” არის გამაერთიანებელი ძალა, ის მიზიდულობის ცენტრი, სადაც ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდა, ერთად უნდა დადგეს. ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, არ უნდა დავზოგოთ საკუთარი ენერგიის არც ერთი მისხალი და ჩვენი ქვეყანა უნდა გავაბრწყინოთ. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი