„გორთან ახლოს შენდება საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური - ეს იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ეს იქნება დამატებითი საინტერესო ტურისტული ზონა. ეს იქნება კონკრეტულად ქართლის, გორის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა ვიცე პრემიერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
მისი თქმით, მხოლოდ კეთილდღეობა, მუხლჩაუხრელი შრომა და განვითარებული, მშვიდობიანი ქვეყნის შექმნა არის ყველა პრობლემის მოგვარების საწინდარი.
"ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების განვითარებაზე. ძლიერი, მდიდარი რეგიონები საწინდარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.