ჰილარი კლინტონი: რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს
31-07-2016, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს და მან რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს, დონალდ ტრამპს ბრალი დასდო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერის ჩვენებაში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს.

 


„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს და ჩვენ ვიცით, რომ ისინი გეგმავენ ბევრი ელექტრონული წერილის გამოქვეყნებას და ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპმა აჩვენა ძალიან სახიფათო სურვილი გვერდით დაუდგეს პუტინს, მხარი დაუჭიროს პუტინს“, - განაცხადა კლინტონმა „Fox News Sunday“ -სთან ინტერვიუში.

 


შეერთებულ შტატებს საჯაროდ არ დაუდვია ბრალი რუსეთისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმის უკან ის იდგა, მაგრამ ამის მიუხედავად, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებმა და შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მათ სჯერათ, რომ რუსეთს 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ელექტრონული წერილების გამოქვეყნება აქვს შემუშავებული.

 


შეკითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ პუტინს სურს ტრამპის გამარჯვება თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლაში, კლინტონმა თქვა, რომ ის არ გადაახტებოდა ამ დასკვნას.

 


„მაგრამ მე ვფიქრობ ფაქტების ამოლაგება წარმოშობს სერიოზულ საკითხებს რუსეთის მიერ ჩვენს არჩევნებში, ჩვენს დემოკრატიაში ჩარევის შესახებ“, - უთხრა კლინტონმა „ფოქსს“ ინტერვიუში, რომელიც შაბათს, 30 ივლისს ჩაიწერა.

 


შეერთებული შტატები ვერ აიტანს ამას ვერც ერთი ქვეყნისაგან, განსაკუთრებით ისეთისგან, რომელიც მიჩნეულია მტრად, - განაცხადა კლინტონმა.

 


„ტრამპისთვის, ორივე - გაამხნევოს ეს და შეაქოს პუტინი, მიუხედავად რაც ჩანს რომ არის განზრახ მცდელობა ეცადოს გავლენა იქონიოს არჩევნებზე, მე ვფიქრობ წარმოშობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს“, განაცხადა მან.

 


ნიუ იორკელი ბიზნესმენი აქებდა პუტინს, ამბობდა რომ იგი უფრო ძლიერი ლიდერი იყო, ვიდრე ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტი ბარაქ ობამა.

 


„რუსეთო, თუ შენ ისმენ, მე ვფიქრობ შენ ხარ შემძლე იპოვო 30 000 იმეილი, რომელიც იძებნება“, განაცხადა ტრამპმა გასულ ოთხშაბათს, 27 ივლისს.

 


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მოგვიანებით განაცხადა, რომ იგი „სარკასტული“ იყო თავის კომენტარებში, რომელმაც წარმოშვა წუხილები სადაზვერვო ექსპერტებს შორის და კრიტიციზმი, რომ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებდა უცხო ქვეყნის მთავრობას შპიონაჟი განეხორციელებინა ამერიკელებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი