საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე დღეს, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვება "20/30" ექიმ მაია რუხაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის ახლად გახსნილ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა. დაშავებულთა შორის იყო მერაბ კვირიკაშვილიც, რომელიც საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინათ გაწერეს, ხოლო დანარჩენი ორი პაციენტი კვლავ მკურნალობას გადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.