ერევანში პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული დაჯგუფება სამართალდამცველებს ჩაბარდა, დაპატიმრებულია 20 ადამიანი
01-08-2016, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა, 20–ივე წევრი, ორკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურს ჩაბარდა.

 

 

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და გაათავისუფლეს ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული.

 


„სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა თანმიმდევრული და შეთანხმებული ქმედებებით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს იარაღის დაყრა აიძულეს. დაკავებულია 20 ტერორისტი. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

 


„სასნა წრერ“-ის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ იარაღის დაყრა ნებაყოფლობით, სისხლისღვრის აცილების მიზნით გადაწყვიტეს.

 


როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა აღნიშნა, ჯგუფმა მიაღწია საკუთარ მიზანს - გააღვიძოს ხალხი და რეჟიმთან ბრძოლაზე შთააგონოს. მისივე თქმით, „სასნა წრერის“ ყველა წევრი დღეიდან თავს სამხედრო ტყვედ მიიჩნევს.

 


ერევანის პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებოდნენ. ისინი „პოლიტიკური პატიმრების“, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. 17 ივლისიდანვე პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც იმართებოდა. შაბათს, 30 ივლისს, კი ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ პოლიციის განყოფილებასთან ორმხრივი სროლებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა.

 


„მანქანაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი 30 წლის იურა ტეპანოსიანი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ავტომანქანა პოლიციის სამმართველოს შენობიდან 400 მეტრის დაშორებით იდგა“, -განცხადა პოლიციის პრესსპიკერმა აშოტ აღარუნიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი