საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში აღარანაირი პოლიტიკური კარტი და ცდილობს, ბოლო კარტი გაათამაშოს, არჩევნების წინ ვითარების დასაძაბად.
აღნიშნულით სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
„პაპუაშვილმა ის ვერ მოახერხა, რაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, მაგრამ მოახერხა სხვა უფრო ცუდი რამ - მოახერხა საზოგადოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. არადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს ყოველგვარ ეჭვს მიღმა, ის ეჭვებზე მაღლა უნდა იდგეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სახელს, მოსამართლეთა სახელსა და ღირსებას ასე პოლიტიკურ იარაღად იყენებს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.