დავით საგანელიძე: უმრავლესობის 18 დეპუტატის დღევანდელი განცხადება თავად ქუცნაშვილის მიერ არის დაწერილი
12-02-2015, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები, მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმრავლესობის18 დეპუტატის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას, რომელიც საგანელიძის თქმით, თავად ქუცნაშვილის მიერ არის დაწერილი და დეპუტატებმა შემდგომ მოაწერეს ხელი.

 


"ორი დღე-ღამის განმავლობაში, რაც მე თურქეთში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, არც ერთი კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შესახებ არ დასმულა. ზაქარია ქუცნაშვილს იმის სურვილი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. ძალიან გამიკვირდა, როდესაც თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. დღეს მოვისმინე ზაქარია ქუცნაშვილისგან, მოდი ვიტყვი, თავხედურად ნათქვამი, რომ უმრავლესობის ლიდერი საკუთარ თავს აძლევს უფლებას და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრება. პრეზიდენტთან ჩემს მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან, რომელსაც ესწრება ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი, მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები. ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ. მზად ვარ ყველას, ვისაც კითხვა აქვს, პასუხი გავცე, მაგრამ ვალდებული არ ვარ 90-მდე დეპუტატს ვესაუბრო. მიმაჩნია, რომ ფრაქციის თავმჯდომარეები ფრაქციის წევრებს აწვდიან ინფორმაციას და ყველა ინფორმაცია დეპუტატებამდე მიდის. არანაირად არ ვარ ვალდებული, უმრავლესობაში შემავალ შვიდივე ფრაქციას ცალ-ცალკე ვესაუბრო და 90 დეპუტატის მოსაზრება ერთ მოსაზრებამდე დავიყვანო. პრეზიდენტთან საუბრის ლეგიტიმაცია ყველასგან მქონდა და თუკი ეს ლეგიტიმაცია ქუცნაშვილს არ მოეწონა, ის იყო ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ფრაქციამ პოსტიდან გადააყენა და, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს მას უფლება ჰქონდა პოლიტსაბჭოს შეხვედრებს დასწრებოდა. რაკი ახლა ვერ ესწრება, კითხვა სხვას - ფრაქციის თავმჯდომარეს დაუსვას", - აცხადებს დავით საგანელიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი