ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ მებრძოლები უცხოელი კონტრაქტორების სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.
ორშაბათს, 1-ელ აგვისტოს, ადგილობრივი დროით 01:25 საათზე, უზარმაზარი აფეთქების ხმა გაისმა.
როგორც ქაბულის პოლიციის ხელმძღვანელმა, აბდელ რაჰმანმა BBC-ის განუცხადა, აფეთქდა დიდი ზომის სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც ბომბი იყო დამონტაჟებული.
შეიარაღებული ორთაბრძოლისას, დაიღუპა პოლიციელი და ასევე, მოკლულია ორივე თავდამსხმელი.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი ამოწურულია.
პოლიციის 3 ოფიცერს დაზიანებები აქვს მიღებული, თავად ბაზაზე კი არავინ არ დაშავებულა.
გასულ კვირას ქაბულში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირების მიერ თავის აფეთქების შედეგად, 80 ადამიანი დაიღუპა და 230-ზე მეტი დაიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.