შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ნაგანის“ სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ბრაუნინგის“ მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: 2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.