თბილისის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ მერიის მიერ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
იურდიული კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ მერიის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები დასამტკიცებლად შესთავაზა.
როგორც თედო კობახიძემ განაცხადა, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის გიორგი ლილუაშვილის ნაცვლად, პოსტზე წარდგენილია გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურა, რომელიც თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო; თბილისის მერის მეორე მოადგილის პოსტზე დასახელებულია ნინო ქიტიაშვილის კანდიდატურა, იგი მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო; მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო; ხოლო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლებაა დასახელებული.
კანდიდატებთან დაკავშირებით, სხდომაზე თავი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ შეიკავა.
აღნიშნულ კანდიდატურებს შემდგომ ბიუროზე განიხილავენ და ხვალ საკრებულოს სხდომა მათი დამტკიცების შესახებ იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.