თინა ხიდაშელი შეიარაღებულ ძალებს: მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება
01-08-2016, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართავს.

 

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ის მიდის რწმენით, რომ მათი გზები ისევ გადაიკვეთება.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი სურვილი მაქვს, თითოეულს ცალ-ცალკე შეგხვდეთ და დაგემშვიდობოთ, რეალურად, ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ყველას ამ ფორმით შეგეხმიანოთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთად გავლილი გზისთვის, ყველა პროექტის და ღონისძიებისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ.

 

 

საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული. სწორედ, ასეთია ჩვენი ქვეყანაც - მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ, პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია, ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და განვითარების მეტი პერსპექტივა გაუჩნდა. წარმატებები მინდა გისურვოთ ყოველ თქვენგანს ცალ-ცალკე და თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ დიდ, ძლიერ ორგანიზმს, რომლის სიჯანსაღეზეც დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი!

 

 

მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. თუმცა, მინდა გჯეროდეთ, რომ სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი სახით ყოველ თქვენგანს და ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დიდი მეგობარი, გულშემატკივარი, ლობისტი და ერთგული მხარდამჭერი ეყოლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სამსახურისთვის და ამ სამსახურის ერთგულებისთვის!

 

 

ვემსახურები საქართველოს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

 

„რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრებმა - თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.   

    

 

მათ გადადგომის შესახებ განცხადებებით პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რამდენიმე დღის წინ მიმართეს.  

 

     

ხიდაშელისა და ზაქარეიშვილის შემცვლელების წარდგენამდე აღნიშნულ პოსტებზე მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი