ეკონომიკის სამინისტრო “ქართული კვების კომპანიიდან“ 300 ადამიანის განთავისუფლებას უარყოფს
12-02-2015, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო “ქართული კვების კომპანიიდან“ 300 ადამიანის განთავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:

 

 

“ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თანამშრომელთა სამუშაო პროცესზე დაკვირვება, თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით. ასე რომ, ინფორმაცია 300 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

 


გაცნობებთ, რომ 2015 წლის 14 თებერვალს შპს “ქართული კვების კომპანიას” თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების ვადა უმთავრდება. აქედან გამომდინარე, კომპანიის ყველა თანამშრომელს ავტომატურად უმთავრდება შრომითი ხელშეკრულება (2015 წლის 14 თებერვალს). რაც შეეხება “ქართული კვების კომპანიაში” დასაქმებულ პირებს, ამ დრომდე უკლებლივ ყველა თანამშრომელი კომპანიის თანამშრომლად ირიცხება. რაც შეეხება ახალ კომპანიას, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად მოხდება მის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი