დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო (ISIS) ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც საკუთარ წევრებს მოუწოდებს, რუსეთში „ჯიჰადი“ განახორციელონ.
„როიტერსის“ ცნობით, ვიდეორგოლი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, 9-წუთიანია.
ვიდეომასალაში ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც უდაბნოში მანქანას ატარებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს და ემუქრება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები რუსებს „მათივე სახლებში“ დახოცავენ: „მოგვისმინე, პუტინ! ჩვენ მოვალთ რუსეთში და მოგკლავთ თქვენ თქვენსავე სახლებში... ო, ძმებო, განახორციელეთ "ჯიჰადი", მოკალით ისინი და ებრძოლეთ მათ“.
გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ ვიდეოს ბმული Telegram-ის ე.წ. მესიჯის ანგარიშის საშუალებით გამოქვეყნდა, რომელსაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო იყენებს.
გამოცემა ასევე, წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია რატომ არის რუსეთი სამიზნედ გამოცხადებული, მაგრამ რუსეთი და აშშ საუბრობენ იმაზე, რომ სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობა გააძლიერონ ალ-ყაიდასა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიაში.
"ისლამურმა სახელმწიფომ" თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, ნებისმიერი ხელმისაწვომი იარაღით იმოქმედოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელსაც ის ებრძვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.