ჩრდილოეთ სირიაში ამბოხებულებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ამ წუთებში რუსეთის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული "რია ნოვოსტი" იუწყება, რომ Ми-8 პროვინცია იდლიბში ჩამოაგდეს და მასზე მყოფი 5 ადამიანის, ეკიპაჟის 3 წევრისა და ორი ოფიცრის ბედს არკვევენ.
თუმცა, როგორც BBC იუწყება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 5 ადამიანიდან სულ მცირე 4 დაღუპულია.
რუსული "ინტერფაქსის" ცნობით, ვერტმფრენი ქალაქ ალეპოდან ბრუნდებოდა, სადაც მას ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რომელმა ჯგუფმა ჩამოაგდო ვერტმფრენი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.