ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს
12-02-2015, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქრთამი არ აუღია. ამის შესახებ განცხადება ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა გააკეთა.

 


ე.წ. მოდულის შენობაში ბოდოკიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

 


რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დააფიქსირა პოზიცია, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების ფორმულირებას, თითქოს დანაშაული უკავშირდება მის საქმიანობას მერიაში. ადვოკატის განცხადებით, მსგავსი ქმედება, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად უყენებენ, ჩადენილი რომც ყოფილიყო, ჯოკია ბოდოკია აცხადებს, რომ ეს დაკავშირებული არ იქნებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურში მის საქმიანობასთან.

 


ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ვარაუდობს, რომ ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე პროკურატურა ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი კი აპირებს, რომ ალტერნატივის სახით სასამართლოს მიმართოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი