მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს
01-08-2016, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

 

 

მისი თქმით, „სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს“.

 

 

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ცვილელებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და მცდელობა არის ყურადღებას ტექნიკურ საკითხებზე გადატანის. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი ე.წ კაბელების საქმის სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.    

 

 

 „პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, ბ-ნი მამუკა მდინარაძის და მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ მედიით გამოთქმული იქნა ვარაუდი, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელებულიყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით.     ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, მოსამართლე მერაბ ტურავას განემარტა სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო ყველა სამართლებრივი საკითხი. მიღებული განმარტებების შედეგად, მოსამართლე ტურავამ მხარი დაუჭირა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას. ამდენად, გაუგებარი და საეჭვოა მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში ხელახლა განხილვის მცდელობა.    

 

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.    

 

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოსარჩელე მხარეს აქვს უფლება, სასამართლოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია, მტკიცებულებები და მოსაზრებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელემ არ მიუთითა მისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტები, მას გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია საქმის განხილვამდე, განხილვის პროცესში ან მას შემდეგ. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ამგვარ დამატებით ინფორმაციას. მოსარჩელე მხარე ასევე უფლებამოსილია, ახალი სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მას არსებითად განსხვავებული მოთხოვნის დაყენება სურს. ასეთ შემთხვევაში, და მით უფრო დავის საგნის შინაარსობრივი მსგავსებისას, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, აერთიანებს კონსტიტუციურ სარჩელებს და განიხილავს მათ ერთობლივად.

 

 

ამდენად, პრაქტიკულად აზრს მოკლებულია სარჩელის „ჩანაცვლება“ იმ მიზნით, რომ დამატებული იქნას არგუმენტები, ან დაემატოს/დაზუსტდეს კონსტიტუციის ნორმები. სარჩელის რეგისტრაციის დღეს, ან რეგისტრაციიდან უახლოეს პერიოდში, განმწერისგებელი სხდომის ჩატარებამდე, სარჩელის შინაარსთან დაკავშირებით რაიმე სახის უკანონო მანიპულაციის განხორციელება უშინაარსო და ფუჭი ქმედება იქნება.     ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლები, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსულტაციას უწევენ მოსარჩელეებს, რათა უზრუნველყონ სარჩელის შესაბამისობა კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან. ამდენად, ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგისტრაციის პროცესში, სასარჩელო განცხადების თავდაპირველი ტექსტი განიცდის სახეცვლილებას.    

 

 

ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს მიმდინარე წლის 3 ივნისს. რეგისტრაციის პროცესში, კანცელარიის თანამშრომლების მხრიდან მოსარჩელეთა წარმომადგენლებს გაეწიათ კონსულტაცია სასარჩელო განცხადების ფორმასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად მიუთითეს კონსტიტუციის ის ნორმები, რომელთა დარღვევაზე დავობდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სარჩელის დაზუსტება და განვრცობა განხორციელდა რეგისტრაციის პროცესში, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დაზუსტებული სარჩელის ელექტრონული ვერსია, სარჩელის რეგისტრაციიდან მეორე დღეს (4 ივნისს), გაეგზავნა პირველ კოლეგიას ელექტრონული ფოსტით. მიმდინარე წლის 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას მონაწილეობით, ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი