ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინას არ დაიპყრობს.
ტრამპის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, იგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაპყრობილი ყირიმის აღიარების საკითხს განიხილავს.
„მე ამ საკითხს შევხედავ“,-განაცხადა ტრამპმა ABC-ს ეთერით.
„თქვენ იცით, რომ ყირიმის მოსახლეობა, ის, რაც მე მაქვს გაგებული და მსმენია, არჩევს იყოს რუსეთთან, ვიდრე იქ, სადაც ისინი იყვნენ. შენ უნდა შეხედო ამასაც აგრეთვე“,-განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის აღნიშნულ კომენტარს აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა დასცინეს, განსაკუთრებით კი ტრამპის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი არ ექნება უკრაინის დაპყრობას.
„რის შესახებ საუბრობს ის, რუსეთი უკვე უკრაინაშია“,-განაცხადა ჰილარი კლინტონის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ჯაკ სულიბანმა და დასძინა: „მან ეს არ იცოდა?! კიდევ სხვა რა არის?!“.
რუსეთმა ყირიმი 2014 წლსი მარტში დაიპყრო, რასაც მის მიმართ აშშ-ს და ევროპის მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა.
1954 წლამდე ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, სანამ მას საბჭოთა კავშირი ერთ-ერთ საბჭოთა რესპუბლიკას, უკრაინას არ გადასცემდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.