საია მოითხოვს მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია დაეკისროს
01-08-2016, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და მოუწოდებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააჯარიმოს.

 

 

საია-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია.

 

 

კერძოდ კი როგორც საია-ში განმარტავენ, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

 

 

„2016 წლის 31 ივლისს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქ. ბათუმში, ადგილობრივ ამომრჩევლებთან გამართა საჯარო შეხვედრა, სადაც 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამომრჩევლებს წარედგინა მაჟორიტარობის კანდიდატები. ამავე შეხვედრაზე გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად უკრაინის მოქალაქის, უკრაინის ქალაქ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა , რომელიც აშკარად შეიცავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მხარდაჭერის მოწოდებას.

 

 

მიგვაჩნია, რომ უკრაინის მოქალაქემ, უკრაინის ქალაქ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევა. კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვ.პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია ეს არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

 

 

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვ. პუნქტის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 53-ე მუხლის თანახმად ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წესების დარღვევისათვის საარჩევნო სუბიექტების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი სანქციები.

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ამ კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ცესკოს თავმჯდომარე, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

 

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ შეისწავლოთ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოება, დაიწყოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში,შესაბამისი სამართალდამრღვევი პირის მიმართ განახორციელოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ზომები“, - აღნიშნულია საია-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი