თავდაცვის ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში გაგრძელდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.
ამის შესახებ ლევან იზორიამ მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი წარდგენისას განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ესოდენ დიდი ნდობისთვის და პასუხისმგებლობის გამოცხადებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.
ახლო წარსულში ხელი მოეწერა აშშ-სა და საქართველოს შორის მემორანდუმს და ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ გახდით ბატონო პრემიერო. მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ.
მინდა სიამაყით ასევე ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ. ალბათ, ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ. ბატონო პრემიერო, უღრმესი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
ლევან იზორია თავდაცვის მინისტრობამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილი დღეს წარადგინა.
„რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრებმა - თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.