ნიკო ლეკიშვილი: გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი კანდიდატურა „ქართულ ოცნებას“ დიდუბის ოლქში შესთავაზა, თუმცა ჩემთვის მოულოდნელად, რამდენიმე ახლობელი ადამიანი წინააღმდეგი წავიდა
01-08-2016, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაიფიქრა. როგორც მან Guardian.ge–ს განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში მისი კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა პარტიის რამდენიმე ლიდერი ამის წინააღმდეგ გამოვიდა, შესაბამისად, მან სხვა პარტიებიდან მიღებულ შემოთავაზებებზეც, "უხერხულობის" თავიდან ასარიდებლად, უარი განაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო არჩევნებში დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში კენჭი აღარ იყაროს.

 

 

„ბუნებრივია, ყველა პარტიას თავისი ინტერესები და ხედვები გააჩნია, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი ის აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანები წავიდნენ ჩემი კანდიდატად წარდგენის წინააღმდეგ. ადრეც დაგიდასტურეთ, რომ მქონდა სხვა პარტიებიდან შემოთავაზებები, ზოგიერთმა ბიზნეს კომპანიამ კამპანიის დაფინანსების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ რადგან "ქართულ ოცნებაში" ზოგიერთი ლიდერი არ აღმოჩნდა ჩემი მაჟორიტარად კენჭისყრის მოსურნე, აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება არც სხვა პარტიიდან ვიყარო კენჭი, რადგან დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანია. ისე კი, მზად ვარ, სადაც საჭირო ვიქნები, გვერდით დავუდგე მათ და უარი ვთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი