„პოზიციას“ ორგანიზებით, ვახტანგ მაისაიამ ტერორიზმის შესახებ სემინარი ჩაატარა
01-08-2016, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ ტერორიზმის შესახებ სემინარი ჩაატარა.

 

 

სემინარს სახელწოდებით, „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გავლენა ეროვნული უსაფრთხოების გარემოზე“ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 

სემინარის მსვლელობისას სტუდენტებსა და ვახტანგ მაისაიას შორის დისკუსიაც გაიმართა.

 

 

როგორც სემინარის დასრულების შემდეგ ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, დისკუსია ძალიან საინტერესო კუთხით წარიმართა.

 

 

მისი თქმით, „პოზიციას“ მსგავს  არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდების განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

 

 

„დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და თითოეულ წევრს, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საინტერესო კუთხით წარიმართა დისკუსია მოწვეულ სტუმრებსა და უშუალოდ ორგანიზაციის წევრებს შორის. ასეთი ორგანიზაციების მიმართ უნდა იყოს მხარდაჭერა არა მარტო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი სპონსორების მიერ, არამედ სახელმწიფომაც უნდა გაიღოს დახმარება, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციებს შეაქვთ განათლება და განათლების გარეშე, სახელმწიფოების განვითარება შეუძლებელია. დღევანდელი რეალობა ამას კარგად წარმოაჩენს“,-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის სემინარები სხვადასხვა თემებზე მომავალშიც ჩატარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი