„საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო“,-განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულით თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებას და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომას ეხებოდა.
„მე არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა (გოდერძი ორმოცაძე) თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, საერთოდ არ მაინტერესებს იმ პირის სახელი და გვარი”, -განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ გოდერძი ორმოცაძე მან გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროში მისვლისთანავე, როგორც კი გაიგო ამ ფაქტის შესახებ.
„მე არ ვიცი იცოდა თუ არა მაშინდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, თუმცა ის ამბობს, რომ მინისტრის დავალება ჰქონდა. ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე ძალიან დიდი ხანია იციან”, - განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ „დელტაში“ ბევრი უცნაური რამ ხდება.
„დელტა” იყო ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც სამწუხაროდ, ჩემთვის დიდწილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა და იქ ძალიან ბევრი უცნაური ამბები ხდება, ეს არ არის ერთადერთი”, -განაცხადა ხიდაშელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძის განცხადებით, „რუსთავი 2”-ის გადაცემა „P.S” -ის სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არასწორია.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრად მისი მუშაობის პერიოდში არ დაფიქსირებულა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საიდუმლო ობიექტზე გარეშე პირთა უკანონოდ შეღწევის არც ერთი შემთხვევა, ხოლო სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არც ერთი გადაცდომა თუ დარღვევა არ დარჩენილა სათანადო რეაგირების გარეშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.