ხარაგაულში საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, უმრავლესობა მსგავსი ქმედებებით საკუთარ თავს ვნებს.
უსუფაშვილის თქმით, ”რესპუბლიკური პარტიის” არც ერთი წევრი სკამით არ შექმნილა, ჩვენ პოლიტიკური გზა გავლიეთ უსკამოდ, უთანამდებობებოდ, ამიტომ ამ ტიპის შეტევით თუ გათავისუფლებებით მე და ”რესპუბლიკელებს” ვერაფერს დაგვაკლებენ". ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "მთავარში" ისაუბრა.
”ჩვენ ასეთი საქართველოსთვის არ ვიბრძოდით 2012 წელს. ჩვენ ვიბრძოდით საქართველოსთვის, სადაც მრავალპარტიულობა უნდა იყოს ნორმა და არა აუცილებელი უბედურება, რომელსაც ადამიანები, ჩემი კოლეგები კოალიციიდან როგორც ჩანს იტანენ მანამ, სანამ ეს უკიდურესად აუცილებელია, ხოლო როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, მაშინვე ხდებიან ერთპარტიული.
მე არ მეგონა, რომ ჩემივე კოლეგები მეტყოდნენ იმას - იცით რა, პარტიული ნიშნის გამო ახლა ვიღაც არ უნდა იჯდეს აქ და უნდა იჯდეს იქ, იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და მხოლოდ ერთ პარტიას აქვს პრივილეგია, უფლება, საშუალება, მას უნდა ჰქონდეს ყველა ადგილი და სკამი, ახლა აღარ სჭირდება სხვა ადამიანები, რომლებიც მანამდე სჭირდებოდა. ეს არის ქვეყნისთვის ცუდი, თორემ ”რესპუბლიკური პარტიისთვის” ირაკლი სესიაშვილი, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდა, რაც დღეს ხარაგაულში გააკეთა, თუ მან გააკეთა. რომ ყოფნოდათ ხმები, მაშინაც გაგვიკეთებდნენ ძალიან კარგ საქმეს, იმიტომ, რომ ვერ ხვდება ეს ხალხი, მსგავსი ქმედებებით საკუთარ თავს ვნებენ საბოლოოდ არჩევნებში. ასე იყო ყოველთვის, ასეთი რიხით გველაპარაკებოდა ძალიან ბევრი უმრავლესობები, რომლებიც ცდილობდნენ ყველა დანარჩენი კეთროვნად გამოეცხადებინათ და მხოლოდ საკუთარი თავი დაენახებინათ მოსახლეობისთვის, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი და შედეგი რა იყო? თავად ხდებოდნენ კეთროვნები და საზოგადოებას, ხალხს მათ გარდა ყველა სხვა ერჩია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მას არ სურს ეს დასასრული შედგეს და არ უნდა, რომ ხარაგაულები ბევრგან განმეორდეს. მისივე თქმით, რაც მეტს ასეთს გააკეთებს ხელისუფლება, მეტად დაიზიანებს თავს და მეტ სარგებელს მისცმს ”რესპუბლიკელებს”.
”მაგრამ არ მინდა მე სარგებელი სახელმწიფოს და ქვეყნის დასუსტების ხარჯზე. მე მინდა ჩვენ გავძლიერდეთ. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური კონკურენციით”, - აღნიშნა მან.
ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება გუშინ ვერ მოხერხდა. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის გადაყენებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.