გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თუ უკრაინის ომის დასრულებაზე მიღწეული შეთანხმება სრულად არ იქნება განხორციელებული, მაშინ რუსეთი ევროკავშირისაგან ახალ სანქციებს უნდა ელოდოს. ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შუამავლობით ბელორუსის დედაქალაქში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის ღამის 12 საათიდან უნდა შეწყდეს.
„ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევას მთავარ საკითხზე“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მინსკში ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.