პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებას”, რომელიც ამბობს, რომ 100-120 მანდატი ექნება პარლამენტში, არ გამოუვა, მაგრამ ამის გამო ქვეყანა არ დაიქცევა.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მთავარი“ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, კოალიციური.
„არჩევნების შემდეგ მოვძებნით ერთმანეთს ის ხალხი, ვისაც ერთად გვემუშავება და ქვეყანას წინ წავიყვანთ. ეს ასე იქნება, ეს არის „რესპუბლიკური პარტიის“ ამოცანა, ეს არის პირადად ჩემი ამოცანა, რომ ჩვენ შევძლოთ გამთლიანება და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასულებმა, ერთმანეთთან კონკურენციაში შესულებმა მოვძებნოთ ერთმანეთი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ნიშნით უნდა გააკეთოს არჩევნი ამორჩეველმა „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას” შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს მარტივი ტესტია.
„თითოეულმა ამომრჩეველმა თუ უნდა დახუჭოს თვალები, თუ უნდა ნუ დახუჭავს და თავის გონებაში თქვას ფრაზა - „რესპუბლიკური პარტია“, დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე, გიორგი ხაინდარავა, ლევან ბერძენიშვილი.... ცოტა ხანი გაჩერდეს. მერე მეორე მხრივ დახუჭოს თვალები და წარმოიდგინოს „ქართული ოცნება” და ასევე ჩამოთვალოს ხალხი. მერე გაიაზროს რა დარჩა მეხსიერებაში, რა გაიგო, როდესაც ეს გვარები და სახელები და ეს პარტია თქვა და როცა ის პარტია და ის სახელები თქვა. ის პარტია, ის გვარი და სახელები რომ თქვა, ჩემი აზრით ათიდან ცხრას გაუჩნდა ასოციაცია - ბიძინა ივანიშვილი. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს რეალობაა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ემსახურება იმას, რასაც ჰქვია პოლიტიკის კეთება საქართველოში.
„ჩვენ პურს ვერ ვაცხობთ, ეგ არ ვიცით, ვერ მოგვყავს კარგი მოსავალი, ვერ ვთოხნით კარგად. ამ თემებში არ ვვარგივართ, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკურ ველზე, პრემიერლიგა რომ არსებობდეს, საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის ჩვენ ვართ სერიოზული ძალა. არ ვართ ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც ყოველ მეორე წელს ხდებოდა ჩემპიონი ინგლისში, მაგრამ ვართ „ლივერპული“, რომელიც სულ კარგ თამაშებს თამაშობდა და ყოჩაღად იყო”, -განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.