პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას გაუჭირდება თავდაცვის ახალ მინისტრ ლევან იზორიაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებების შეფასება.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი "ემოციებს დაძლევენ", სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ.
„გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა განაცხადეს, რომ უშიშროების სამსახურის კადრის [ლევან იზორია] თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შეცდომა და სისტემურად არასწორი გადაწყვეტილებაა.
გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია გუშინ წარადგინა. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრობამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.