„იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულით მთავრობის მეთაური „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, წითელაშვილმა კი საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის დაინტერესდა გავრცელებული ინფორმაციით და გუშინ საღამოს მთავარ პროკურორს ესაუბრა.
„პროკურორი აცხადებს, რომ მას თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არც ერთი მიმართვა არ მიუღია. რაც შეეხება თავად საკითხს, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს და განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, თუკი გავრცელებული ინფორმაცია გამოსაძიებელი იქნება და თუკი იარსებებს გამოსაძიებლად საკმარისი მასალა, ასეც მოხდება.
„საზოგადოების შეკითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ მე როგორც მეჩვენება, ყველაფერი არის იმ კამპანიის გაგრძელება, როცა რაღაცას დაგვაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გავცეთ. იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
ტრისტან წითელაშვილი „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. წითელაშვილის განცხადებით, ობიექტი, რომელზეც ის იმყოფებოდა საიდუმლო სამხედრო ობიექტს არ წარმოადგენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.