საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის თაობაზე ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის შეფასება გაუგებარია.
„ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როდესაც ქალბატონმა თინამ გააკეთა დაპირისპირება ალასანია-იზორიას შორის, რადგან, ალასანია კარგად გვახსოვს, ასევე იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე თავის დროზე. მას საკმაოდ მაღალი თანამდებობის ჩინი ჰქონდა, თუ არ ვცდები პოლკოვნიკი თუ გენერალი იყო... განსხვავებით იზორიასგან, რომელიც არც თუ დიდი ხნის მისულია ამ უწყებაში. თუმცა, ეს მე მიმაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში არის პლიუსი და არა მინუსი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა როგორც პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ცუდი სიგნალი იქნება.
ხიდაშელის შეფასებით, პრემიერ მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების გამო დიდ შეცდომას უშვებს.
„მე ვფიქრობ რომ, მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოს, მაგალითად, სამხედრო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მაინცდამაინც ვარსკვლავები არ უნდა ეკეთოს? - ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით. ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ცუდი ტენდენციაა. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია გუშინ წარადგინა. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრობამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.