ე.წ. უგულავა-კაბელების საქმის განხილვა მოსამართლეთა დიდი ნაწილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
02-08-2016, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. უგულავა-კაბელების საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოსამართლე მივიდა.

 

 

სარჩელის განხილვა 12:00 საათზე იყო დანიშნული.

 

 

9 მოსამართლიდან სხდომის განახლებისთვის მინიმუმ 6 მოსამართლის მონაწილეობა უნდა დაფიქსირდეს.

 

 

არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მინიმუმ სამი მოსამართლე თბილისში იმყოფება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს რომელიმე მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს ბლოკირებას აპირებს, საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, არანაირ საქმეზე, მოსამართლეების მხრიდან არანაირი პროტესტი არ არსებობს.

 

 

„პირადად მე, არასდროს მითქვამს, რომ სხდომას არ დავესწრებით. ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვინმე არ აპირებს სხდომაზე დასწრებას, არ მაქვს. არც ერთ ჩვენგანს მსგავსი რამ ცალსახად არ უთქვამს, ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ გვჭირდება გონივრული ვადა საქმეთა გონივრული შესწავლისთვის. ასევე არ გვითქვამს, რომ დღევანდელი განხილვები უნდა გადაიდოს“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.

 

 

გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის არსებითი განხილვა 22 ივლისს დაიწყო. ეს ორი საქმე გაფლანგვის მუხლით გაერთიანდა. პროცესის განახლების შემთხვევაში დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვების წარმოთქმას აპირებდნენ, რის შემდეგაც პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი