კიოლნში თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მხარდასაჭერად გამართულმა დემონსტრაციებმა აჩვენა, რომ გერმანიაში ბევრი თურქია, რომელიც ემხრობა რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მას შემდეგაც კი, რაც სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა. არსებობს ბევრი მიზეზი რატომაც. ამის შესახებ სტატიას "დოიჩე ველე" აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.
"მე ხშირად, ძალიან ნათლად ვაკრიტიკებ ერდოღანს, მაგრამ მე არ მავიწყდება თუ რამდენად გააუმჯობესა მან თურქეთში მდგომარეობა 2002 წლის შემდეგ, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს", განუცხადა თალათ ქამრანმა "დოიჩე ველეს". ბევრი გერმანელი თურქის მოსაზრება ემთხვევა ქამრანისას, რომელიც 1959 წელს დაიბადა თურქეთში, გაიზარდა იქ და შემდეგ გადავიდა გერმანიაში პოლიტიკური მეცნიერების შესასწავლად. მისთვის ერდოღანი არის კაცი, რომელიც აჩერებდა თურქეთის სამხედროებს, გააძლიერა ეკონომიკა და განახორციელა ურბანიზაცია და მოდერნიზაცია.
ქამრანი 1996 წლიდან ხელმძღვანელობს ინტეგრაციისა და ინტერ–რელიგიური დიალოგის მიმართულებაზე ორიენტირებულ მანჰეიმის ინსტიტუტს, იმ მცდელობით, რომ გააძლიეროს მუსლიმებსა და ქრისტიანებს, გერმანელებსა და თურქებს შორის ურთიერთგაგება.

ბევრს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თურქებს, სურთ არა მხოლოდ თავად ერდოღანის გაძლიერება, არამედ გაუგზავნონ მას სიგნალი დემოკრატიზაციისთვის.
"ნათელია, რომ თურქეთში დემოკრატიზაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ხალხს უნდა წინ წაწევა და ისინი უყურებენ ერდოღანს, როგორც ძლიერ ფიგურას. თუ არადა ხალხს შიში აქვს, არ მოხდეს სამოქალაქო ომი და არ აღმოჩნდნენ იმის მსგავს მდგომარეობაში, რაცაა ერაყსა და სირიაში", ამბობს ქამრანი.
ქამრანი იხსენებს თურქეთის ისტორიას 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადავიდა უფრო ღარიბი ანატოლიიდან ქალაქებში. "გერმანელი თურქებიდან ბევრის ფესვები ანატოლიიდან მოდის. მათთვის ერდოღანი ყოველთვის იქნება ერთ–ერთი იმათგანი, ვინც თავისიანად იქნება მიჩნეული". ერდოღანი ნამდვილად მოკრძალებული, მორწმუნე ოჯახიდანაა, მსგავსად ბევრი პირველი თაობის მშრომელი ადამიანისაგან, რომლებიც თურქეთიდან გერმანიაში 1960–იან 1970–იან წლებში ჩამოვიდნენ.
ახლა მე–2 და მე–3 თაობის თურქები გერმანიაში ერდოღანის გვერდით დგანან, ხსნის ბულენთ ბიგლი, ევროპულ–თურქული დემოკრატების კავშირის გენერალური მდივანი, კვირის დემონსტრაციების ერთ–ერთი ორგანიზატორი. მედია რეპორტაჟებმა, რომელიც გერმანიაში მომზადდა, ბევრი თურქის გულისწყრომა გამოიწვია. პრესა უფრო მეტად გადატრიალებაზე და ერდოღანის შესუსტების პერსპექტივაზეა ფოკუსირებული, ვიდრე პუტჩისტებზე დემოკრატიის გამარჯვებაზე.

ეროვნული სიამაყე დიდ როლს თამაშობს
ჟურნალისტ ჩიგდემ აკიოლის წიგნი "ერდოღანის თაობა" ახლანდელი მდგომარეობის ახსნას გთავაზობთ. ზემოთ თქმულის გარდა, ერდოღანს სუნიტი მუსლიმები ჰყავს, და ამგვარად, საზოგადოების კონსერვატიული უმრავლესობა მის მხარეს, ამბობს ის. თუ გერმანული მედია კითხულობს, თუ როგორ შეიძლება ვინმე მხარს უჭერდეს იმ კაცს, რომელიც რეპრესიებს ატარებს მისი ოპონენტების მიმართ და ზღუდავს პრესის თავისუფლებას, მაშინ, აკიოლის თანახმად, მათ უნდა მოიხსნან თავიანთი "გერმანული სათვალეები". "ოთხი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთს სტაბილურობა სწყურია, და "ესაა ის, თუ რატომაა ხალხი ერდოღანის მადლიერი", – აცხადებს აკიოლი.
წარსულში სეკულარისტები ზემოდან უყურებდნენ ქალებს რომლებიც თავშლებს ატარებდნენ და ისინი ტუალეტების მწმენდავების დონეზე ჰყავდათ დაყვანილი. აკიოლის თანახმად, ეს ერდოღანის მმართველობის დროს სრულიად შეიცვალა. თვით მისი ცოლიც ატარებს თავშალს. "ერდოღანმა თურქებს კვლავ გაუღვივა ეროვნული სიამაყის გრძნობა და ეს ვრცელდება 1.5 მილიონი გერმანელი თურქიდან ბევრზე", ამბობს აკიოლი.
თურქული პერსპექტივა
ლუდვიგ შულცი, ბერლინის გერმანიის აღმოსავლური საზოგადოების თურქეთის ექსპერტი ადასტურებს, რომ გერმანიის ბევრმა თურქმა სამხედრო გადატრიალების წარუმატებლობას შეხედა, როგორც თურქული საზოგადოების და დემოკრატიის გამარჯვებას. შულცი ხსნის, რომ ეროვნული სიამაყის გრძნობა და ერდოღანის მხარდაჭერა ბევრი თურქული წარმოშობის იმ გერმანელში ჰღვივის, რომელიც უმეტესწილად თურქეთის მთავრობისგან რეგულირებული მედიით იღებს ინფორმაციას.
თურქეთის ექსპერტებთან საუბრები ცხადჰყოფს, რომ ყველა გერმანელი თურქი არა არის ერდოღანის მხარდამჭერი. როი ყარადაღი, ბრემენის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი, მაგალითად გაზეთ "დი ველტთან" საუბრისას ამობს: გერმანელ თურქებს შორის მზარდი კოფლიქტებია იმის თაობაზე, თუ ვინ საუბრობს მათი სახელით, ვის შეუძლია იმოქმედოს და გამოახ~ცხადოს მობილიზაცია".
გერმანიის თურქეთთან ურთიერთობები მზარდად დაძაბული ხდება. გერმანიის თურქული საზოგადოების ხელმძღვანელმა გოკეი სოუფუოღლუმ ჟურნალ "ფოკუსთან" განაცხადა: "თურქულ საზოგადოებაში ბზარია. ის ანადგურებს მეგობრობას. თვით ოჯახებს შორისაც ის პრობლემების მიზეზია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.