პატრიარქი გიორგი კვირიკაშვილს: ხალხს უყვარხართ და თქვენი სჯერა
02-08-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, -მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა შესრულდა.

 

 

წირვაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ.

 

 

„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი (უფალი ჩვენი ღმერთი) თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

ქადაგებისას, ილია მეორემ დღევანდელ დღეზე ისაუბრა და აღნიშნა, დღეს ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია პირველის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღეა.

 

 

„სამივე ილიას ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი