აბაშაში საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა საზეიმოდ დაიხურა. მოსწავლეების მიერ გადაღებული 3 სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ფილმის: „პირველი სიყვარული“ , „გზაზე მიდის ერთი კაცი“ და „Game over“-ის ჩვენება მოეწყო.
როგორც Guardian.ge–ს აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აბაშის კულტურის ცენტრში თავი მოიყარეს კინოსკოლის მონაწილეებმა, ასოციაცია „სინერამას“ წარმომადგენლებმა: ხელოვნებათმცოდნეებმა, პროფესორებმა, კინორეჟისორებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებმა, გულშემატკივრებმა.
"აღნიშნული პროექტის ავტორმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ ასოციაციის სახელით მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, I და I I საჯარო სკოლების დირექციებს, ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა ასოციაციას პროექტის განხორციელებაში. მან სცენაზე იხმო ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრები, რომლებიც თავად უყვებოდნენ მაყურებელს ფილმის შექმნის შესახებ, დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა.
ასოციაცია „სინერამამ“ კინოსკოლის მონაწილეები, მსახიობები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა, აგრეთვე დაჯილდოვდნენ ისინიც, ვინც კინოსკოლის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დაჯილდოვებას საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელას“დამფუძნებელი ირაკლი ჯაოშვილი ესწრებოდა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ფილმების შემოქმედებით ჯგუფს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ქურდოვანიძემ. პროექტი კი მეორე წელია ხორციელდება და მომავალშიც ჰპოვებს გაგრძელებას", – აცხადებენ აბაში მუნიციპალიტეტში.
მათივე ცნობით, წელს პროექტში აბაშის მუნციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 31 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და ორი კვირის განმავლობაში ფილმებზე მუშაობის გარდა ესწრებოდნენბოდა ლექციებს კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, კინოპროდიუსინგზე. მოსწავლეებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს: ზვიად დოლიძემ (პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი); გიორგი ფხაკაძემ (თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე); გიორგი ხარებავამ (კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი); ქეთევან ჯანელიძემ ( ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი); დავით გუჯაბიძემ (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი); ზურაბ ორთავიძემ (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის რეჟისორი).
მიმდინარე წელს რიგით მეექვსე საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელას“ გამარჯვებული საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ველოსიპედი“, გრან-პრის მფლობელი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.