საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებებს არ ეთანხმება.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ხიდაშელის ადგილზე ასეთი კატეგორიული არ იქნებოდა.
„რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და არ დავიწყებდი პირდაპირ სანქციების დადებას, რომ ეს არის ბოლშევიზმი. ვერ დავეთანხმები ვერანირად თინა ხიდაშელს, მიუხედავად მისი პიროვნული პატივისცემისა", - განაცხადა სერგეენკომ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის [ლევან იზორია] დანიშვნა, როგორც პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ცუდი სიგნალი იქნება.
მან ასევე ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრი გამოსვლების დროს „ბოლშევიკური ტექსტებით“ საუბრობს.
„ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – გიორგი კვირიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე ჩემი ქვეყნის პროგრესი წარმომიდგენია. ამიტომ მას ერთადერთი რამ შემიძლია ვურჩიო - არ ვიცი, მას ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტები არის ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში. აღარაფერს ვამბობ ქმედებებში, რომელსაც ადგილზე მოწადინებული განსაკუთრებულ ინიციატივის მქონე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახორციელებენ”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.