„მიხარია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მხარეებმა შეხვედრაზე „სამხრეთ გაზის დერეფნის“ რეალიზების, „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ამოქმედებისა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„მიხარია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”, – განაცხადა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოს როლს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებაში.
მისივე თქმით, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გაცილებით მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც პროექტში ჩართული სხვა ქვეყნებისათვის – ასევე საქართველოსთვის.
„ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.
პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.
ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ენერგეტიკის საკითხებში და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის BP-ის წარმომადგენლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.