ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის გადაწყვეტილება ოპტიმალურია.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იზორიას უზარმაზარი გამოცდილება აქვს.
„ძალიან კარგი არჩევანია. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, მათ შორის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება ოპტიმალურია“, - განაცხადა ხადურმა.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია გუშინ წარადგინა. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრობამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.