თინა ხიდაშელი: კვირიკაშვილის გამოსვლებში ბოლშევიკური ტექსტებია ამ ბოლოს მოჭარბებული
02-08-2016, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ ვიცი, გიორგი კვირიკაშვილს ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტები არის ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა  „მაესტროს“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დრო ჯგუფებად დაყოფისა, ეს საშიშია, რადგან ყოფილი მინისტრის განმარტებით, საბჭოთა კავშირში არსებობდა  მხოლოდ ერთი პარტია.

 

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დრო ჯგუფებად დაყოფისა, ეს საშიშია. ეს საშიში ფრაზებია, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ქვეყანაში 70 წელი ვცხოვრობდით. იმას საბჭოთა კავშირი ერქვა, სადაც ერთი პარტია იყო. შემდეგ „მოქალაქეთა კავშირს“ ჰქონდა ეს ამბიცია, შემდეგ „აღორძინებას”, შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა...

 

 

ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე ჩემი ქვეყნის პროგრესი წარმომიდგენია. ამიტომ მას ერთადერთი რამ შემიძლია ვურჩიო - არ ვიცი, მას ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტები არის ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში. აღარაფერს ვამბობ ქმედებებში, რომელსაც ადგილზე მოწადინებული განსაკუთრებულ ინიციატივის მქონე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახორციელებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი