პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, საიდუმლო ობიექტებზე არ ყოფილა.
აღნიშნულით წითელაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო და საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.
როგორც წითელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც გადაღება და არც ჩაწერა საიდუმლო ობიექტებზე არ უწარმოებია.
„მე საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არც გადაღება და არც ჩაწერა არ მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხებთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.”- განაცხადა წითელაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ სიუჟეტი გავიდა, რომლის თანახმადაც გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
„საუბარია, იმ საცეცხლე წერტილებზე და ცენტრალური მართვის შტაბზე, რომელსაც რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველო მტრისაგან უნდა დაეცვა.
გასაიდუმლოებული ობიექტების და მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღჭურვა, ასობით მილიონი ლარი დაჯდა, მაგრამ ირკვევა, რომ მას ფასი თითქმის აღარ აქვს, რადგან მიწისქვეშ გაშენებული თავდაცვის მთელი სისტემა უკვე გაშიფრულია.
ტრისტან წითელაშვილი, რომელზეც გენერალური კალანდაძე საუბრობს, ყოფილი სამხედროა.
პოლკოვნიკი წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.
კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.
არსებული ინფორმაციით საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
იმ ფაქტს, რომ გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტები ნახა თავად წითელაშვილიც ადასტურებს. იგი ასევე ამბობს, რომ მასთან მინდია ჯანელიძე თანამშრომლობდა“,-წერს „რუსთავი 2“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.