დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ–ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გაყალბდეს
02-08-2016, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნები შესაძლოა "გაყალბდეს".

 


მან საარჩევნო კამპანიისას, კოლუმბუსში, ოჰაიო, თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მას "უფრო მეტი და მეტი" რამ ესმის იმის შესახებ, რომ შეჯიბრი შეიძლება უსამართლო იყოს. თუმცა როგორც BBC წერს, მას ამის სამხილი არ წარმოუდგენია.

 


ტრამპმა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ მხარდამჭერებს უთხრა: "ვშიშობ, რომ არჩევნები გაყალბდება, მე უნდა ვიყო გულწრფელი".

 


სხვა შეხევდრისას კი, პენსილვანიაში, მან დემოკრატების კანდიდატს ჰილარი კლინტონს პირდაპირ "ეშმაკი" უწოდა.

 


ტრამპი ბოლო დღეებში მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების ნაწილის მხრიდან, მისი კომენტარების გამო, რომელიც მან 2004 წელს ერაყში ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებისას დაღუპული 27 წლის ამერიკელი მუსლიმის მშობლების მიმართ გააკეთა, რომლებიც დემოკრატების ყრილობაზე მივიდნენ და განაცხადეს, რომ "ტრამპს არ აქვს განსხვავებული უფლებები, ვიდრე ჩვენ გვაქვს".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი